2019 წელს მიღებებში, წვეულებებსა და სასტუმროებში თბილისის მერიამ თითქმის 1 მილიონი დახარჯა

გიორგი ნონიაშვილი

თბილისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 961 498 ლარი შეადგინა.

მერია შეხვედრებისა და ღონისძიებების გასამართად ძვირფას სასტუმროებსა და რესტორნებს ქირაობს.

გაწეული ხარჯების უდიდესი ნაწილი დაიზოგებოდა თუ მერია საკუთარ საქმიანი შეხვედრებისთვის ადმინისტრაციულ სივრცეს გამოიყენებდა.

2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 თებერვლის ჩათვლით თბილისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 961,498 ლარი შეადგინა. აქედან, მერიის სხვადასხვა პროგრამიდან გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი 713,063 ლარი იყო. მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლობითი ხარჯი კი 248,435 ლარი.

თბილისის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები მეტწილად მოიცავს: სტუმრების შესახვედრად დარბაზების დაქირავებას, სასტუმრო სივრცეების დაქირავებას შეხვედრების, წვეულებების გასამართად, სტუმრების გამასპინძლებას, საქმიან სადილებს, სტუმრების სასტუმროში განთავსებას. ამრიგად, გაწეული ხარჯების დიდი ნაწილი სასტუმრო ბიზნესში წავიდა.

გაწეული ხარჯების უდიდესი ნაწილი არ იარსებებდა და დაიზოგებოდა თუ მერია საკუთარ ადმინისტრაციულ სივრცეს გამოიყენებდა საქმიანი შეხვედრებისთვის.

2019 წელს, მერიამ ყველაზე მეტი დახარჯა:

–168,631 ლარი შპს “აჭარა ჯგუფის” ობიექტებში. (ჰოლიდიენნი, რუმს ჰოტელი, სტამბა…) დახარჯულია სასტუმროს მომსახურებაში, დარბაზის დაქირავებაში, და სადილების გამართვაში.

–163,989 ლარი შპს “რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას” ობიექტში (შერატონ მეტეხი პალასი). დახარჯულია სტუმრების დახვედრისთვის, დარბაზის დაქირავებაში და კვებით გამასპინძლებაში.

–მერიამ გამოიყენა სხვა მსხვილი სასტუმრო ქსელებიც. მაგალითად, სასტუმრო მერიოტი (შპს “ჯი-ემ-თი”) - 45 290 ლარი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია (შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი) 31 440 ლარი; სასტუმრო ბილტმორი (შპს დაბი გრუპ ჯორჯია) - 25 160 ლარი;

მსხვილი სასტუმრო ქსელების გარდა, მერიას სტუმრების მიღება და ოფიციალური სადილები გამართული აქვს შემდებ ობიექტებში:

ლაუნჯ-რესტორანი აკადემია (ლ14,637), რესტორანი ქეთო და კოტე (ლ2,337), რესტორანი კანაპე (ლ8,845), რესტორანი ტერავაინი(5,205), რესტორანი ტფილისი მეიდანი(ლ3,213), რესტორანი Eclipse(ლ3,840), რესტორანი წისქვილი (ლ4,562), რესტორანი კოპალა(ლ5,683); კაფე ლეილა(ლ2,515), ქიქოძე კოქტეილ-ბარი (ლ2,208), ღვინის ბარი ჯი ვინო (ლ2,081), რესტორანი ზალა (ლ1,528), კულინარიუმი ხაშერია (ლ2,876), რესტორანი პოლიფონია (ლ3,600), რესტორანი ბარბარესთან (ლ6,962), რესტორანი ჩვენი (ლ1,541), ღვინის ობსერვატორია და იოტა ჰოტელი (ლ3,241) და ა.შ.

აქედან (სარესტორნე ქსელებში) ყველაზე ძვირი სადილი დაჯდა - 6,600 ლარი (რესტორანი ბარბარესთან)

თბილისის მერია დღეში საშუალოდ 2,634 ლარს ხარჯავს წარმომადგენლობითი ხარჯის სახით.

წყაროები:

https://docs.google.com/.../13OP13VL2XEhm9Jv7FcNC.../edit...

https://docs.google.com/.../1sFXyzWH3mA6IhckBS.../edit...

Edit or delete this

0401 ÞÝÒàÐÛØÓÐÜ ÒÐìÔãÚØ îÐàïÔÑØ

DOCS.GOOGLE.COM

0401 ÞÝÒàÐÛØÓÐÜ…

რეგიონი გაფლანგულია წელი
თბილისი